,,ერთად ავიხდინოთ ოცნება"

Bronze level

Published on 4/22/2013

Learning objectives

  • ტექნოლოგიების ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში.
  • უნარშეზღუდულ ბავშვებთან ურთიერთობა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია, ტოლერანტობა. მათი ინტერესთა სფეროს მოძიება, სხვა სკოლის ბავშვებთან ურ
  • გარკვეული დოზით გაითავისებენ საზოგადოებაში არსებულ რეალურ პრობლემებს , თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია.
Created for

Age 7 and below

Subject

Natural Sciences

Technology/ICT

Twenty-first century skills

21st Century Skills

Collaboration

Communication

Knowledge building & critical thinking

ICT for learning

Problem solving & innovation (creativity)

Student self-assessment

Featured tools
AutoCollage

Microsoft Lync

Microsoft OneD...
Microsoft Powe...

Microsoft Prod...

Microsoft Word

Partners in Le...

Skype
Windows 7
Windows Movie ...
Windows Photo ...

Klassroom mana...

Internet

Required hardware

PC

Instructional approach

Project based learning (PBL)

Learning activity details

მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, მე-200 საჯარო სკოლის და მისი მზრუნველობა მოკლებული და განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელების ლევანის და გიორგის შესახებ, გადავწყვიტეთ ახლოს გავცნობოდით მათ ცხოვრებას. ლევანი და გიორგი ოცნებობდნენ მეგობარ რობოტებზე, რომლებსაც ყველა თავის გულისტკივილს გაუზიარებდნენ და იმეგობრებდნენ.
მათი ოცნება იყო კოსმოსში მოგზაურობა, გადავწყვიტეთ მათი დახმარება. (ლევანს და გიორგის გარდა იმისა რომ უნარშეზღუდულები არიან,
მათ არც მშობლები არ ყავთ.)
გეგმის მიხედვით გადანაწილდა დავალებები, როგორც მოსწავლეებში,
ასევე მშობლებში.
მოსწავლეების მიერ დამზადდა პლანეტების მაკეტები, მუყაოსგან შექმნეს კოსმოსური ხომალდი ,,საქართველო', წყვილებში დაევალათ ინფორმაციის მოძიება თვითოეულ პლანეტაზე და მის შესახებ პრეზენტაციის მომზადება, დაევალათ . პრეზენტაციის მომზადება ბუკებში -- ,, მოგზაურობა კოსმოსში’’.
5. პრეზენტაცია--თბილისი ჩემი დედაქალაქია.
6. მათემატიკური სავარჯიშოები ბუკებში.
7. რობოტების და ტკბილეულის შეძენა.
8. ტრანსპორტი ბავშვების მოსაყვანად.
დამზადდა ე.წ. რობოტების ფორმები და მოირთო კლასი როგორც კოსმოსური სივრცე.ორ კვირიანი მუშაობის შემდეგ ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და ღია გაკვეთილი. მოვიწვიეთ სტუმრები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვირტუალურად „ვამოგზაურეთ კოსმოსში“ ლევანი და გიორგი. (ფოტოები და პრეზენტაციები ბმულში) გვესტუმრნენ „კოსმოსელები" რომლების განასახიერეს ჩვენმა პირველკლასელებმა და საჩუქრად „ჩამოიყვანეს" „მარსიდან გამოგზავნილი“ „საოცნებო რობოტები“ რომლებიც გადაეცათ ლევან და გიორგის. პროექტის მსვლელობა დატვირთული იყო ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩატარდა აგრეთვე ბუკების დახმარებით ტესტირება ხომალდ „საქართველოს" სასტარტო კოდის გასაღებად. მოვახდინეთ კოსმოსური ხომალდის გაშვება და ტექნოლოგიების დახმარებით კოსმოსში ვირტუალური მოგზაურობა. (ფოტოები და პრეზენტაციები ჩასმულია პროექტის ფორმაში,) მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა დეტალებისაგან ხე, რომელიც მარსზე წაიღეს და დატოვეს იქ, როგორც ყველა ბავშვის მეგობრობის სიმბოლო.პროექტზე მუშაობის დროს გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სახალისოა კლასგარეშე სწავლის ხელშესაწყობად და ინოვაციურობის უზრუნველსაყოფად ისტ-ის და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება. მოხდა გარკვევა ვირტუალურ შესაძლებლობებში და მათი კრიტიკული, შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. გამოიკვეთა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება არა მარტო ყველა სფეროში, არამედ განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის ვინც უნარ შეზღუდულია ნებისმიერ ასაკში, აგრეთვე კომუნიკაციისა და ინოვაციურობისათვის.პროექტის აქტუალურობა - განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე
ბავშვებმა არ დაკარგონ მომავლის რწმენა, იგრძნონ, რომ ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან და იგივე უფლებები აქვთ , რაც სხვებს . დარწმუნდნენ , რომ მათი ურთიერთობა სიყვარულზეა აგებული. მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქოთ მათ.

Supporting resources

Sign in to view or download resources
Why do I need to sign in? Microsoft respects your privacy. A global community, the Microsoft Educator Network asks you to sign in to participate in discussions, access free technology tools, download thousands of learning activies, take online learning or connect with colleague.

Comments (12)

Sign in to view or post comments
Why do I need to sign in? Microsoft respects your privacy. A global community, the Microsoft Educator Network asks you to sign in to participate in discussions, access free technology tools, download thousands of learning activities, take online learning or connect with colleagues.