Bronze level
Published on 4/25/2013
Like 443
Learning objectives
- გარკვეული დოზით შეეხონ რეალური სამყაროს გლობალურ პრობლემას, გასცდნენ საკლასო ოთახის ფარგლებს და სხვებსაც გაუზიარონ პასუხისმგებლობა, მიიღონ მ
- ხელი შეეწყოს 21-ე საუკუნის უნარების, მათი კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ტექნოლოგიების ინტეგრირებით მათი სააზროვნო დო
Created for
Age 7 and below
Subject
Natural Sciences
Technology/ICT
Twenty-first century skills
21st Century Skills
Collaboration
Communication
Knowledge building & critical thinking
ICT for learning
თემის გლობალურობოდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, ჩვენს მზრუნველ დედამიწაზე გაგვეგო უფრო მეტი რამ. დისკუსიის დროს გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც დედამიწას აწუხებს: დაბინძურება, გადაშენების პირას მდგარი ცხოველები, დათბობა და ა.შ. შევადგინეთ დედამიწის „სამკურნალო რეცეპტი“.ამის შემდეგ მოვახდინეთ პრობლემების დიფერენციაცია. 5-6 წლიანებთან ყველაზე ახლოს ცხოველებზე ზრუნვა აღმოჩნდა. დავინტერესდით პანდებით დაისვა მაპროვოცირებელი კითხვა:- რა იცით პანდების შესახებ? დაინტერესება განუზომლად დიდი აღმოჩნდა. მიეცათ დავალება 1.მოიძიეთ ინფორმაცია პანდებზე.(მივუთითე წყარო) ერთი კვირის შემდეგ ყველა მოსწავლეს ჰქონდა რაოდენობრივი ცოდნა. დავალება 2. დახატეთ პანდები. დავალება 3. ნახატებით ხელთნაკეთი წიგნის გაკეთება. დაგროვდა დიდი მასალა.
პანდებზე ინფორმაციის ძიების დროს მოსწავლეებმა გაიგეს ისიც თუ რატომ დავინტერესდით მათით. ის რომ გადაშენების პირას არიან და მთელი მსოფლიო ზრუნავს მათზე. მათ გააკეთეს დასკვნა, რომ ეს მათი მოვალეობაცაა, რადგან დედამიწელები არიან.
ამის შემდეგ გაჩნდა სურვილი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა ეს პასუხისმგებლობა. შევარჩიეთ სამიზნე ჯგუფი. ეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი აღმოჩნდა სოფ. გლდანში. რადგან ბავშვებმა სხვა სარგებელთან ერთად ქველმოქმედებაც დაგეგმეს. საჩუქრად გადავეცით დიდი პლუშის პანდა(პროექტის სიმბოლო) და ტკბილეული. იქვე მოეწყო დაგროვილი ცოდნის პრეზენტაცია და თემატური სლაიდშოუს ჩვენება. ამ სტუმრობას მოჰყვა სოციალური სარგებელი, რადგან ბავშვების უემოციო, გაყინულ სახეზე ღიმილი დავინახეთ. ასევე სტუმრობის ბოლოს თითქმის თემის ირგვლივ დასმულ ყველა შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი.
3 კვირიანი მუშაობის შემდეგ საკლასო ოთახში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია, ღია გაკვეთილი.(ბმულში)
საკლასო ოთახი მოეწყო შესაბამისი დიზაინით. სივრცე სავსე იყო ბამბუკის ტოტებით და სათამაშო პანდებით. გამოიფინა ბავშვების მიერ შექმნილი წიგნი/ალბომი, პლაკატი ,,დედამიწა ხარობს ყველაფრიანა.. ” მზადყოფნაში იყო ისტი: ბუკები, პროექტორი, ეკრანი.
პროექტზე მუშაობის პროცესში გამოყენებული იყო ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეებმა მოახდინეს ცოდნის კონსტრუირება, მცირე ინფორმაციებს დააშენეს ახალი კლასში მიღებული ცოდნა, ითანამშრომლეს (წიგნის შექმნის დროს) და გაუზიარეს პასუხუსმგებლობა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
Sign in to view or download resources
Why do I need to sign in? Microsoft respects your privacy. A global community, the Microsoft Educator Network asks you to sign in to participate in discussions, access free technology tools, download thousands of learning activies, take online learning or connect with colleague.