Bronze level
Published on 6/8/2013
Like 1090
Learning objectives
- ბანკის ანაბარზე სარგებლის დარიცხვის ორი წესის- მარტივი და რთული დარიცხვის წესის განხილვა
- შერჩეულ ბანკში წინასწარი სტატისტიკური მონაცემების შესწავლა; მოსალოდნელი შედეგების ვარაუდი;
- მონაცემების დამუშავება და წარმოდგენა ისტ-ის გამოყენებით თვალსაჩინო ხერხით.
Created for
Ages 11 - 13
Ages 14 - 18
Subject
Mathematics (All)
21st Century Skills
Communication
Knowledge building & critical thinking
Global awareness & civic literacy
ICT for learning
Student self-assessment
Instructional approach
Project based learning (PBL)
Independent study
Other
Learning activity details
განვიხილეთ ბანკში ვადიან ანაბარზე სარგებლის დარიცხვის ორი ფორმა -წლიური მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვა. თითოეული შემთხვევა აღვწერეთ ფორმულების საშუალებით. მოსწავლეები გაეცნენ ანაბარზე შეტანილ თანხაზე სარგებლის დარიცხვის რომელიმე წესის უპირატესობას. გააკეთეს შედარებითი ანალიზი , მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების შესასრულებლად გამოყენებული იქნა ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა ხერხი:გამოკითხვის, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების , ბანკის თანამშრომლებთან კონსულტაციის მეთოდები .
პროექტის განხორციელებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა განხორციელებული კვლევის შედეგები დაეკავშირებინათ მიმდევრობებთან. მარტივი პროცენტის დარიცხვის შემთხვევაში თანხა იზრდება არითმეტიკული პროგრესიის წესით, რთული პროცენტის შემთხვევაში კი გეომეტრიული პროგრესიის წესით.
დაგეგმილი აქტივობები ეტაპობრივად განხორციელდა.
გაკვეთილზე მოსწავლეები გაცნენ საფინანსო გაანგარიშების ძირითად ცნებებს.
მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად, მიეცათ დავალება სხვადასხვა ბანკში მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად თავიანთი ნამუშევრების საპრეზენტაციო სისტემაში ცხრილების და დიაგრამების სახით წარმოდგენის შესახებ.
მოცემული თემა ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია მოსწავლეთა მათემატიკური განათლების გზაზე და აქვს უდიდესი პრაქტიკული გამოყენება, რამდენადაც საბანკო საქმიანობა ერთ-ერთი საკმაოდ აქტუალური თემაა თანამედროვე ცხოვრებაში.
Supporting resources
Sign in to view or download resources
Why do I need to sign in? Microsoft respects your privacy. A global community, the Microsoft Educator Network asks you to sign in to participate in discussions, access free technology tools, download thousands of learning activies, take online learning or connect with colleague.